როგორც ჩანს, ძალიან დიდი საფრთხე იგრძნეს და იკადრეს უკადრებელი, როდესაც საკუთარი გარემოცვის უახლოესი წევრი ფაქტობრივად გაწირეს და სცადეს, გადმოეტანათ ისრები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ღირსეულ ლიდერზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ამით მათ საკუთარ ამორალურ ბუნებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
„ჯერ „ბიბისი“ მიუახლოვდა კეზერაშვილის კრიმინალური სინდიკატის კვალს, ახლა უკვე „ევროპოლი“ და „სკოტლანდ იარდი“. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია, ვინაიდან ნებისმიერი, ვინც დღეს იცავს მათ, ავტომატურად ხდება მათი კრიმინალური თანხების ბენეფიციარი. როგორც ჩანს, ძალიან დიდი საფრთხე იგრძნეს და იკადრეს უკადრებელი, როდესაც საკუთარი გარემოცვის უახლოესი წევრი ფაქტობრივად გაწირეს და სცადეს, გადმოეტანათ ისრები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ღირსეულ ლიდერზე. მათ რეალურად ამით საკუთარ ამორალურ ბუნებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. ფაქტობრივად უკვე აღარ დარჩა ვინმე, ვინც არ იცის და არ არის დარწმუნებული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულსა და აწმყოში“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ე.წ. ქოლცენტრების გახმაურებულ საქმეზე, BBC-ის მიერ მომზადებული სკანდალური ფილმის შემდეგ, დავით კეზერაშვილის ფრთამ საქმეში „ქართული ოცნების“ კვალის ძებნა დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც კეზერაშვილის ტელეკომპანიის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა. წყაროს ინფორმაციით, საქმე შესაძლოა ფულის თაღლითურად მითვისების საქმეს უკავშირდებოდეს. ალექსიძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლი და „ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია