ყველა ისეა გადართული ლანძღვა-გინების მორევში, „დილა მშვიდობისა“ რომ დავწერო, მელიას მომხრეები ხაბეიშვილის ლანძღვას დაიწყებენ და ხაბეიშვილის მომხრეები მელიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.
„ასე მგონია, ეს კოშმარი არასდროს დასრულდება!
საუბედუროდ, საკუთარ შეცდომას ვერც ერთი მხარე ვერ ხედავს. ყველა ისეა გადართული ამ ლანძღვა-გინების მორევში, „დილა მშვიდობისა“ რომ დავწერო პოსტში, მელიას მომხრეები ხაბეიშვილის ლანძღვას დაიწყებენ და ხაბეიშვილის მომხრეები მელიას.
გაინტერესებს, რა უნდა გაეკეთებინა/გააკეთოს პარტიამ? კომენტარში ჩავაგდებ ლინკს.
სხვისი ლანძღვა გაინტერესებთ? ვერ გამოვდგები და ნურც მაიძულებთ, თორემ თუ მაინც გადავაბიჯე საკუთარ თავს, ორივე მწარედ შემომელანძღება“, – წერს კობა ხაბაზი.