უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, IT-კომპანიებსა და საწარმოებს სანქციები დაუწესა. სიაში 87 ფიზიკური პირია, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შვილი, ქსენია შოიგუ.
სანქცირებულთა შორის არიან:
მოციგურავეები ილია ავერბუხი, ალექსანდრე გალიამოვი;
ფეხბურთელი იგორ აკინფეევი;
ჩოგბურთელი ანასტასია გასანოვა, ამინა ანშბა;
მძლეოსნობის სპორტსმენი იულია გუშჩინა;
ტანმოვარჯიშე არტურ დალალოიანი;
ძალოსანი მიხაილ კოკლიაევი;
მოცურავე ანტონ ჩუპკოვი, ტანმოვარჯიშე ვიქტორია ლისტუნოვას ქალიშვილი;
რუსეთის ფედერაციის და რუსეთის ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი ქსენია შოიგუ;
მოთხილამურე ვერონიკა სტეპანოვა;
ჰოკეისტი ალექსანდრე კოჟევნიკოვი;
ბიატლეტი სვეტლანა იშმურატოვა.
ასევე, სიაშია უკრაინისა და ბელარუსის რამდენიმე მოქალაქე.
ზელენსკის მეორე განაკრგულებით, კი შეზღუდვები უწესდება 351 ფიზიკურ და 254 იურიდიულ პირს, რომელთა შორის არის "Яндекс", "Рамблер", "1С" и "1С-Галактика", "VK company", ასევე რუსული IT-კომპანიები და საწარმოები.