„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მათ შორის შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ეს თემა მნიშვნელოვანი ყოფილიყო“, – ასე უპასუხა „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას აკეთებს ის ნიკა მელიაზე მეტს მიხეილ სააკაშვილისთვის.9 აპრილს ვიკრიბებით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას თავისუფლებასთან.
ქვეყნის გარეთაც ზეაქტიურად ვმუშაობთ, რომელსაც საზოგადოება ხედავს და კონკრეტული რეზოლუციები იქნა მიღებული ევროკავშირის მიერ, კონკრეტული გამოხმაურებები აქვს სააკაშვილის პატიმრობას ქვეყნის გარეთ.
ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.