როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ და ძალოვანი უწყებები უკან არ იხევენ, უკან არ დაუხევიათ და პირიქით, გადავიდნენ ძალადობაზე, ცალკეულ ჯგუფებზე თუ ახალგაზრდებზე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ახალგაზრდებზე ზეგავლენის ან დაშინების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე ეს იყო 7-8-9 მარტს.
„კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ გეყოთ ის უსამართლობა, რაც გამოიჩინეთ მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს. ამისთვის უნდა აგოთ პასუხი.
არც გაიფიქროთ, რომ რომელიმე ახალგაზრდას ჩუმად სადმე დახვდებით, ან დააშინებთ, ან პოლიციაში წაიყვანთ, ან უბნის „ძველ ბიჭს“ მიუგზავნით. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, უფრო მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე სამი დღის განმავლობაში იყო, 2-ჯერ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოვა და ძალიან ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვიდგებით ყველა ამ ადამიანის გვერდში და გვექნება რეაგირება“ , - განაცხადა ჩიხლაძემ.