ამ ქვეყნის ევროპული გზა 100 % გარანტირებულია. წლის ბოლომდე ამ პროცესის ფინალიაზაცია არსებული ხელისუფლების ხელშია. დავალება ხალხისგან გაცემულია, გაკვეთილი იმედია ნასწავლია, პროცესი შეფერხების გარეშე უნდა დაგვირგვინდეს. - წერს სოციალურ ქსელში იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:
ამ ქვეყნის ევროპული გზა 100 % გარანტირებულია. წლის ბოლომდე ამ პროცესის ფინალიაზაცია არსებული ხელისუფლების ხელშია. დავალება ხალხისგან გაცემულია, გაკვეთილი იმედია ნასწავლია, პროცესი შეფერხების გარეშე უნდა დაგვირგვინდეს. თუმცა ეს გზა გრძელია და მარტო კანდიდატობას არ გულისხმობს, ეს კარგად გვესმის ყველა ჩვენგანს. მადლობა ყველა თაობას გულწრფელი პროტესტისთვის! მადლობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათი წვლილი განუზომელია! მწამს, ახლა თქვენით ამაყობს ილია, ვაჟა, ქაქუცა, მარო, მერაბი, ზვიადი... მადლობა მათ ვინც დათმო (ეს ძალაა და არა სისუსტე...)!ბევრს იძახიან მშვიდობა, მშვიდობაო, ეს სწორია განვითარებას მშვიდობა სჭირდება. აი, ეხლა როცა სასწორზე არაა ჩვენი მომავლის უპერსპექტივობის განცდა, თითოეულ ჩვენგანშია სიმშივიდეც და მშვიდობაც. თუმცა ეს პროცესი ცოცხალია და არცერთი ხელისუფლების ხელში მოდუნება არ იქნება. არსებული პოლიტიკური სპექტრის ანალიზი და ინსინუაციები ჩემი საქმე არაა, თუმცა აქ რომ დიდი გასაჭირია ზედაპირზეც ჩანს. სამოქალაქო პოზიციის გამოკვეთა კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მადლობა უკრაინას, რომელმაც სისხლით გაგვიღო სარკმელი ევროპისკენ!გაუმარჯოს დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს!
Ipress.ge