როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მხრიდან ალტერნატივაზე მოთხოვნა კი არ არის, ხმამაღალი ყვირილია , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.
ძიძიგურის თქმით, რეიტინგული თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლებაც, მაგრამ ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში შეუძლებელია, რამე დაემუქროს.
„დღეს ოპოზიცია ძლიერი, რომ იყოს ასეთი რეიტინგის პირობებში, ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია.
არის რომელიმე პარტია, რომელსაც ხალხის ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს? - პარტიები ძირითად ლაპარაკობენ, ევროინტეგრაციაზე, ნატო-ში გაწევრიანებაზე, თავისუფალი სასამართლოზე, ლგბტ უფლებების დაცვაზე და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რაზეც ყველა ლაპარაკობს. ილაპარაკონ იმაზე, რაც ქვეყანას აწუხებს, რაც თითეულ ადამიანს აწუხებს. ეს ზოგადი თემებია.
დღეს დავინახე ისეთი ტენდეცია, რომ ხელისუფლება კმაყოფილია NDI-ის კვლევის შედეგებით და ოპოზციცია უკმაყოფილო. ხელისუფლება სულ ამბობდა, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევებს არ ენდობოდა. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებზე ვნახოთ, რა შედეგბი გვექნებაო. მძიმე მდგომარეობაშია სრულიად პოლიტიკური სპექტრი. რეიტინგული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლებაც, მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს იმიტომ, რომ მის ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი არ ემუქრება. ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში შეუძლებელია რამე დაემუქროს.
ალტერნატივის მოთხოვნაა დღეს. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მხრიდან ალტერნატივაზე მოთხოვნა კი არ არის, ხმამაღალი ყვირილია. ეს ციფრები ამას მეტყველებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი შეფასებით, ურეიტინგო ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს, რადგან მას გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს,
„ოპოზიციამ დღეიდან ხალხის პრობლემებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. მიზანი არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის შეცვლა, პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს, რომ ქვეყანა წაიყვანოს უკეთესი მიმართულებით. ეს ეხება ყველა მიმართულებას, რომელიც ადამიანს აწუხებს. ხელისუფლების შეცვლა არის მიზნის მიღწევის საშუალება. თუ მიზნად ხელისუფლების შეცვლას გამოაცხადებ, პრიორიტეტები გაქვს არეული“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.