საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ადეკვატური მკურნალობის საშუალებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა...ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ საჭიროა, შევწირავ ჩემს სიცოცხლეს, ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან განცხადება უკრაინულ ენაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და მე ვიყავი მოწამლული. ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მისი ოფისის მადლობელი ვარ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.