უკრაინამ სანქცირებულთა სიაში მოსკოვში მყოფი პრორუსი აქტორი შოთა აფხაიძე შეიყვანა, - შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 15 იანვარს მოაწერა.
სანქცირებულ სიაში შემავალ ადამიანებს, მათ შორის შოთა აფხაიძეს, შეეზღუდება უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა, ასევე შეეზღუდება სავაჭრო ოეპრაციების განხორციელება და აქტივები უკრაინის იურისდიქციაში არსებული აქტივები დაებლოკება.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებილ დოკუმენტში შოთა აფხაიძე აღნიშნულია როგორც რუსეთის მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ შოთა აფხაიძე თავის დროზე კავშირში იყო "ქართულ მარშთან", "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან", "ევრაზიის ინსტიტუტთან" და კრემლის ქართულენოვან გამოცემა News Front-თან.