“ძალიან სასწრაფოა, იმიტომ, რომ ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კლინიკა “ვივამედთან” გიული ალასანიამ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის დედა სასამართლო პროცესების დაჩქარებას მოითხოვს. მისი თქმით მოსამართლემ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა მოკლე ვადებში უნდა განიხილოს.
“მდგომარეობა არის მძიმე და სამწუხაროდ, მიხდება სულ ერთი და იმავეს გამეორება, რომ ძალიან სასწრაფოა, იმიტომ, რომ ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე არ მომეწონა, რა თქმა უნდა, ახლა ასეთი გადადება იმიტომ, რომ როცა არის განსაკუთრებული შემთხვევა, მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა, მითუმეტეს როცა ახალი წელი მოდის და მერე მკვდარი დღეები იწყება, ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისედაც ძალიანაც ცოცხალი დღეებია, ახალი წელია, კი ბატონო, მაგრამ რითი ვაბიჯებთ ამ ახალ წელში? იმით, რომ ეს ადამიანი გვყავს ციხეში და ასეთ მდგომარეობაში,” – განაცხადა გიული ალასანიამ.