"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე კოლეგებს მოუწოდებს 21.00 საათზე შეიკრიბონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ.
"დღეს უნდა ვიმოქმედოთ და ახლა სწორედ მოქმედების დროა. ამიტომ, მე მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებს: ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის და ნონა მამულაშვილს. დღეს შევიკრიბოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 21:00 საათზე, იმისათვის, რომ კონკრეტულად განვიხილოთ ხვალიდან რას ვაკეთებთ, ჩვენმა მხარდამჭერებმა იცოდნენ რა გზებით უნდა დავიხსნათ პუტინის ტყვეობიდან. ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ არ მოგვიკლას რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში. ამიტომ მეგობრებო მოგიწოდებთ შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ. მე ჩემის მხრივ, ჩემს ხედვას წარვადგენ, თუ როგორ და რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს და დაიწყოს საპროტესტო აქციები"- აცხადებს გიორგი მუმლაძე.
ipress.ge