„ეს არის ძალიან ამაზრზენი რაც ვიხილე. აუცილებლად იქნება შესაბამისინ გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ რომ ჩვენ პირველები ვართ მემგონი, რომელიც კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას. ძალადობის ნებისმეირი ფორმა ჩემთვის არის მიუღებელი. ჯერ არ მქონია კომუნიკაცია, გადაღებაზე იყვნენ და ახლა მოვიდნენ, შესაბამისად დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი რეაგირება, ძალიან ვწუხვართ, ვწუხვართ რაც მოხდა
“,-ამის შესახებ "ტვ იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას განაცხადა
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნატალი ჯანხუტაშვილის, „ტვ იმედის“ ოპერატორმა ნიკოლოზ წაველიძემ, პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს ხელი ჰკრა, ეთერის დასრულების შემდეგ კი შერაცხყოფა მიაყენა და აგინა.