„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.
ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა მაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, არჩევნები ბლოკჩეინის ფორმით ჩატარდება.
„კანიდატების წარმომადგენლებმა წარმოადგინა ორი პროოექტი. ერთი გულისხმობდა ელექტრონულ კენჩისყრას და მეორე იყო ბლოკჩეინის. ამ ვითარებაში ბლოკჩეინი ავირჩიეთ. 69 წევრი იყო ბლოკჩერინის მომხრე და 1 იყო წინაააღმდეგი", - განაცხადა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, ბლოკჩეინის სისტემით არცევნების ჩატარების ინიციატივა ნიკა მელიას ჯგუფმა წარმოადგინა.
"როგორც პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზე სრული მხარდაჭერა იყო, პრაქტიკულად არცერთი წინაააღმდეგი. პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო ეს წინადადება. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათშს საღამოს 18:00 სააათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემეადგენლობა ჩამოყალიბდა, რომელიც 5 პოლიტსაბჭოს წევრისგან შედგება, თითო კომიისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თოითოეულ კანდიდატს“,- განაცხადა კობა ნაყოფიამ.