სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპნენ ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ლტოლვილთა ბანაკში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაცია პალესტინის ხელისუფლება ავრცელებს.
ღაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძარი ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში გაჩნდა. გამოძიებამ შენობაში დიდი რაოდენობით ბენზინი აღმოაჩინა, რამაც ხანძრის ესკალაციას შეუწყო ხელი.
„ყველა, ვინც შენობაში იყო დაიღუპა“ - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა იად ალ-ბაზმმა.
პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჰუსეინ ალშეიხმა ისრაელს მოუწოდა გაეხსნას ერეზის გადასასვლელი, რათა დაჭრილები ღაზას გარეთ საავადმყოფოებში გადაიყვანონ.