გეხმარებათ თუ არა საარჩევნო კამპანიაში ვანო მერაბიშვილი? - ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას ეხმარება ყველა, ვისაც ნაცმოძრაობის გაძლიერება უნდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი დღეს გორში ჩავიდა და ადგილობრივ პარტაქტივს შეხვდა.
ვიწყებთ მობილიზაციას არა მარტო არჩევნებისთვის, არამედ, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, ,,ნაცმოძრაობა" იყოს ზეაქტიური იმისთვის, რომ ოპოზიცია დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში, უფრო ძლიერი.
რაც შეეხება კითხვას, მეხმარება თუ არა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო კომპანიაში, მე მეხმარება ყველა, ვისაც აინტერესებს ,,ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერება. მივესალმები ყველას, ვინც დამეხმარება, იქნება ეს მერაბიშვილი და რუხაძემაც რომ გადაწყვიტოს. - განაცხადა ხაბეიშვილმა.