ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა, დღემდე ერთ-ერთ ღირსეულ მიღწევად ითვლება - ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"საქართველოში არჩევნები და ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა, დღემდე ითვლება ერთ-ერთ ღირსეულ მიღწევად და რეალურად მოლოდინიც, რა თქმა უნდა, სხვა იყო აშშ-ს მხრიდან, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, და ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, საქართველოში ხელისუფლება გადაიქცა საფრთხედ რეგიონისთვის, მათ შორის 24 თებერვლის შემდეგ პრაქტიკულად "ქართულმა ოცნებამ" ვეღარ დამალა და ვეღარ შეძლო იმ რუხ ზონაში დარჩენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დოქტრინას შეესაბამებოდა პირდაპირ, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო ზედაპირზე გეოპოლიტიკური მოვლენების. ჩვენ მაგალითად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს იყოს არა საქართველოზე სანქციები, არამედ ეს უნდა იყოს პიროვნული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მე ზუსტად ამას ვესაუბრები ჩვენს პარტნიორებს. საქართველოს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდება აშშ-ს დახმარება, დახმარება თავდაცვის სექტორში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ასე შემდეგ"_ აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ipress.ge