არავინ არ აპირებს თავი მოიტყუოს „ქართული ოცნების“ პროპაგანდით _ ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„აბსოლუტურად ყველა პუნქტში ჩვენ წავედით უკან და ეს არის ის ტრაექტორია, რომელიც იკვეთება. ძალიან მნიშვნელოვანია რას გვეუბნება ევროკავშირი, ისინი არ აპირებენ „ქართული ოცნების“ ტყუილებით ხელმძღვანელობას, ანუ „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ჩვენ სასამართლო რეფორმას ვაკეთებთ, თან ნიშნავდა მურუსიძეს. ამბობდა რომ აგერ ოლიგარქის კანონს ვიღებთ, მაგრამ თან ამბობდა, რომ ბიძინა არ არის ოლიგარქი. არავინ არ აპირებს თავი მოიტყუოს „ქართული ოცნების“ პროპაგანდით და რაღაც დადებულ ქაღალდებს დაარქვას რეალურად 12 პუნქტის შესრულება. ანუ ძალიან დეტალურად უყურებენ რეფორმების პროცესს“_ აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.