გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში ვიზიტი მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიირ ზელენსკი Twitter-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
“მქონდა არსებითი და პროდუქტიული საუბარი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. მადლობა გადავუხადე გერმანიას IRIS საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემისთვის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავშალოთ საჰაერო ფარი უკრაინის თავზე! გერმანია ასევე დაგვეხმარება რუსეთის სარაკეტო ტერორის შედეგების დაძლევაში. ვამზადებთ გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს”, - წერს ზელენსკი.