უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგები ჩრდილოეთ კორეამ აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.
n
ჩრდილოეთ კორეა პირველი ქვეყანაა, რომელმაც კრემლის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსირებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
“ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთთან შეერთების სურვილი გამოთქვეს და მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობას, რომ ეს რეგიონები ქვეყნის ნაწილად აქცია”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა, ხერსონსა და დონეცკის ანექსია გამოაცხადა. პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან;
უკრაინამ კი თქვა, რომ პუტინი ცდილობს ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რომელსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს. საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო რუსეთის ქმედება და ე.წ რეფერენდუმები არ აღიარა.
ipress.ge