თუ თქვენ თქვენი პირველი, სამახსოვრო და განსაკუთრებული საათი ან კოლექციის კიდევ ერთი გამორჩეული საათის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, გეტყვით, რომ საათები Time.ge-ზე თქვენს მოლოდინებს არათუ გაამართლებს, არამედ გადააჭარბებს კიდეც.
საათი ნებისმიერ შემთხვევაში განსაკუთრებული ნივთია ნებისმიერი ადამიანისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას რამეს - დროს უფრთხილდება. სამი ერთში - თქვენი დროის, ენერგიისა და ფინანსების დაზოგზა თუ გსურთ, საათები time.ge-ზე უნდა შეიძინოთ, მარტივად, სწრაფად და განსაკუთრებულ ფასად.
არჩევანის გაკეთებამდე საკუთარ თავს რამდენიმე გასათვალისწინებელი კითხვა უნდა დაუსვათ - როგორი საათი გსურთ - ყოველდღიურად სატარებელი თუ საღამოს კაბის ან პიჯაკის შესაფერისი? თუ გაქვთ საყვარელი ბრენდი, რომლის ტარებასაც ისურვებდით? რა ტიპის მექანიზმის მქონე საათი გეკომფორტულებათ? ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებით, საათები Time.ge-ზე თქვენს არჩევანს ელის.
Time.ge ესაა სამკაულების მაღაზიათა ქსელის Time-ის ინტერნეტ მაღაზია, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით გაეშვა ქართულ ბაზარზე.
საათები Time.ge-ზე სხვადასხვა სტილის, კატეგორიის, გემოვნების და ბიუჯეტის მქონე ადამიანებისთვისაა წარმოდგენილი. ვებ გვერდზე შეხვდებით საათების ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Apple, Samsung, Armani Exchange, Casio, Certina, Citizen, Claude Bernard, Cluse, Diesel, DKNY, Emporio Armani, Esprit, Fossil, Gc, Gucci, Guess, Just Cavalli, Luminox, Michael Kors, Pierre Cardin, Skagen, Timex, Tommy Hilfiger, Xiaomi და სხვები.
Time.ge ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც თქვენი ოცნების საათი თქვენივე ბიუჯეტის შესაბამისად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. ონლაინ შენაძენის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სამკაულების მაღაზია სპეციალურ, Online Exclusive-ის ფასდაკლებებს გთავაზობთ. ონლაინ ფასდაკლების ფარგლებში საკმაოდ ძვირადღირებული საათების საკმაოდ დიდი ფასდაკლებით შეძენაც შეგიძლიათ. შერჩეულ მრავალრიცხოვან პროდუქციაზე 30-50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
საათები Time.ge-ზე სხვადასხვა მექანიზმის, ფორმის, ფერის სტილის და სხვა მახასიათებლების მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი, როგორც ქალებისთვის, ისე რა თქმა უნდა, მანაკაცებისთვის. მექანიკური, ავტომატური, მზეზე მომუშავე, ჭკვიანი საათი, მოკლედ ინტერნეტ მაღაზიაში ათასობით საათს აღმოაჩენთ, რომელთა შორისაც თქვენს რჩეულს აუცილებლად შეარჩევთ.