კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა პირდაპირ ეთერში აღიარებს, რომ უკრაინული არმიის კონტრშეტევა, ძლიერია:
ამერიკული იარაღი კარგია, კარგია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძლიერია, გვიტევენ, მთელი დასავლური სამყარო გვიტევს, იქ არიან სპეციალისტები, რომლებსაც გადასარევად გამოუვიდათ კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში. არ გვინდა იმაზე საუბარი, რომ იარაღი ძლიერ არ არის, ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის. არ გვინდა იმის მტკიცება, რომ ამერიკული ჰაიმარსები სუსტია და საფრთხეს არ წარმოადგენს, წარმოადგენს!“ - ამბობს სკაბეევა.