უკრაინის გენერალური პროკურორი, უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს - ანდრეი კოსტინის თქმით, რუსი ოკუპანტების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინეს.
მისი თქმით, ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია.
რაც შეეხება ბავშვების დეპორტაციის საკითხს, ოფიციალური მონაცემებით, 7000-ზე მეტი ბავშვი დეპორტირებულია რუსეთის, ან ბელარუსის ტერიტორიაზე. მათგან, იდენტიფიცირებულია 5 327 ბავშვი.
ამ დროსთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებული 55 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.