ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
გიული ალასანიას თქმით, მისი შვილი სულ უფრო იკლებს წონაში, რის გამოც გადაადგილება უჭირს.„ყოველ დღე სუსტდება, ვხედავ იმას, რომ ფაქტობრივად უჭირს წამოდგომა, უჭირს დაჯდომა. ერთ ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ქანაობს.
რატომ ქანაობ-მეთქი, ვკითხე – რა ვქნა, მექანავებაო – გამომიცხადა.
სიახლეები ის იქნება, რომ უნდა მიიღონ ლიცენზიები. ვნახოთ, როდის დაინიშნება ეს სხდომა. მე მეჩქარება, უკვე დიდი ხანია.
იმედია, რომ ეს ყველაფერი ოპერატიულად მოხდება“. – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
fortuna.ge