საქართველოს ბაზარზე მოქმედი საფინანსო ორგანიზაციებიდან MBC ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პირობებით გამოირჩევა. კომპანია მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე მუდმივად აუმჯობესებს პირობებს და ხელმისაწვდომი სესხების ფართო არჩევანს გთავაზობთ.
დღესდღეობით, გრძელვადიან კრედიტებს შორის იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგან უძრავი ქონების შესაძენად, რემონტის, მიმდინარე ვალდებულებების გადასაფარად ან სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის სესხის აღება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. ამ გზით მიზნების განხორციელებას დაუყოვნებლივ ახერხებთ და წლობით ლოდინი აღარ გიწვეთ.
იპოთეკური სესხი გრძელვადიანი კრედიტია, რომელიც თქვენს მფლობელობაში არსებული ან შესაძენი უძრავი ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე გაიცემა. ამ პროცესში ყველაზე მთავარი გადახდის მოქნილი და კლებადი გრაფიკია, რაც სესხის დაფარვას თქვენთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო პროცესად აქცევს. შედეგად უძრავი ქონების შეძენა აუსრულებელ მიზნად აღარ გრჩებათ, სესხის დაფარვას კი თქვენზე მორგებული პირობებით შეძლებთ.
MBC-ში მომხმარებლის ინდივიდუალური შემოსავლების გათვალისწინებით გადახდის კლებადი გრაფიკი დგება, ხოლო ყოველთვიური შენატანით იფარება როგორც თანხის პროცენტი, ასევე ძირითადი ნაწილი. მსესხებლის მინიმალური ასაკი 18 წელია, ხოლო განაცხადის რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე საკმარისია შეხვიდეთ კომპანიის ვებგვერდზე და შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია. კომპანიის წარმომადგენელი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ, დეტალურად გაგაცნობთ პროდუქტის პირობებს და შემდგომი პროცედურების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
MBC-ში იპოთეკური სესხის აღება სხვადასხვა მიზნით შეიძლება. კომპანია არ გიწესებთ ბარიერებს წარსული საკრედიტო ისტორიის გამო და განიხილავს ნებისმიერი კრედიტ-ინფოს მქონე მომხმარებლის განაცხადს. მიღებული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ რემონტისთვის, ბინის, აგარაკის, საოფისე ფართის თუ მიწის ნაკვეთის შესაძენად, ან სხვა საჭიროებებისთვის.
MBC-ის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის პორტირების შესაძლებლობა წარმოადგენს. თუ უკვე ფლობთ კრედიტს და პირობებით კმაყოფილი არ ხართ, შეგიძლიათ ის MBC-ში მარტივად გადმოიტანოთ. კომპანია 100 000 ლარამდე სესხზე 3 თვემდე საშეღავათო პერიოდს აწესებს.
ემბისის წარმომადგენლები იპოთეკურ სესხთან მიმართებაში უფასო კონსულტაციასაც გაგიწევენ. მაგალითად, თუ უკვე სარგებლობთ ან მომავალში აპირებთ ისარგებლოთ ე.წ. კერძო იპოთეკარების მომსახურებით, შეგიძლიათ მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით რჩევები ემბისისგან მიიღოთ.
ზოგადად, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გრძელვადიანი კრედიტის მიმართულებით უმჯობესია გამოცდილი კომპანიის მომსახურებით ისარგებლოთ, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თქვენს საჭიროებებს, ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ და რომლისთვისაც მომხმარებელთან პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.