ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით სპეციალიზებული კომპანია ივენთივი საქართველოში უდავო ლიდერია. კრეატიულობითა და ორგანიზატორული უნარებით გამორჩეული გუნდი სხვადასხვა შინაარსის წვეულების სრულ დაგეგმვასა და ორგანიზებაზე ზრუნავს. ივენთივის მომსახურების ასორტიმენტი მოიცავს ისეთ სერვისებს როგორიცაა: პერსონალური წვეულებების ორგანიზება, კორპორატიული ღონისძიებები, ფურშეტი, ფეიერვერკი, ინვენტარის გაქირავება.
ქორწილის დაგეგმვა
ქორწილი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოვლენაა, ამიტომ ამ დღისთვის მზადებას ხშირად თან სდევს სტრესული და დაძაბული სიტუაციები. ივენთივის გუნდი წვეულებას სასურველ ლოკაციაზე მოგიწყობთ, ხოლო ქორწილის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება ნებისმიერი დეტალი მათ შორის მოსაწვევების დამზადება, დეკორაციები, მენიუ და პატარძლის სილამაზეზე ზრუნვაც კი.
დაბადების დღის ორგანიზება
დაბადების დღის ორგანიზება პერსონალური წვეულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. აღნიშნული სერვისი მოიცავს: სადღესასწაულო მენიუს, დეკორაციებს, ლოჯისტიკას, ნებისმიერ დეტალს ღონისძიების ორგანიზებიდან, მის დასრულებამდე. რაც მთავარია, ორგანიზების პროცესში სრულად გაითვალისწინება მომხმარებლის გემოვნება და სწორედ ამის მიხედვით იქმნება წვეულება, რომელიც ნებისმიერი სტუმრისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.
ფურშეტი და ქეითერინგი
ფურშეტი ნებისმიერი ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ივენთივი სტუმრების გემოვნებაზე დაყრდნობით სპეციალურ მენიუს ადგენს, რომელიც გამორჩეულ გემოსთან ერთად დახვეწილი და გემოვნებიანი გაფორმებითაც გამოირჩევა.
ფეიერვერკი
გრანდიოზული ივენთები დამაგვირგვინებელი ფეიერვერკის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ივენთივი პიროტექნიკის ფართო არჩევანს გთავაზობთ. საახალწლო ფეიერვერკი, საქორწილო ფეიერვერკი, დასადგამი და შიდა სივრცეში გამოსაყენებელი ფეიერვერკი. ივენთივი პროფესიონალური პიროტექნიკის, პირომუსიკალური და სხვა სადღესასწაულო გაფორმების დახმარებით, თქვენი სტუმრების სასიამოვნო გაოცებაზე ზრუნავს.
კორპორატიული და პერსონალური ღონისძიებები
კორპორატიული ივენთების ორგანიზება საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან ღონისძიებაში ასობით ადამიანის გემოვნება უნდა იყოს გათვალისწინებული. ივენთივის გამოცდილი გუნდი კორპორატიული და ბიზნეს ივენთების შეუფერხებელი და გემოვნებიან მიმდინარეობაზე ზრუნავს. კომპანიის კოორდინატორები ივენთის დასრულებამდე სრულ პროცესს ზედამხედველობენ. ივენთივთან ერთად კორპორატიული თუ პერსონალური ღონისძიებების დაგეგმვა კრეატიული და დახვეწილი პროცესია.
ინვენტარის გაქირავება
წვეულებისთვის ავეჯის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ინვენტარს ფუნქციური და დეკორატიული დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ივენთივის სერვისები ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: გარე განათებების გაქირავება, საკონფერენციო ინვენტარი, აპარატურა ხალხმრავალი წვეულებებისთვის, ლედ ეკრანის და დინამიკების გაქირავება და სხვა. ინვენტარის გაქირავების კუთხითაც ივენთივი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა.
ივენთივის სერვისები ნებისმიერი შინაარსის წვეულების საჭიროებებზეა გათვლილი. კომპანიასთან თანამშრომლობა ინდივიდუალური პირისა თუ ფირმისთის სასიამოვნო გამოცდილებაა. ივენთივთან ერთად ცხოვრების გამორჩეული მომენტები კიდევ უფრო დაუვიწყარი და ორგანიზებული ხდება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: eventive.ge