კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკრაინის არმიის კონტრშეტევას „ტელეგრამზე“ეხმიანება:
„ჩემო დებო და ძმებო, ნერვიულობთ? ვყვირით? დავეცით სულით? მესმის, რთულია დღეა, ძალიან რთული და ვატყობ, უარესი იქნება.
თქვენს წერილებს ვკითხულობ.
ახლა ხომ ხვდებით, რას განიცდიდნენ სამამულო ომის მონაწილეები? რას გრძნობდნენ ჩვენი ბებიები და ბაბუები. იბრძოდნენ და სჯეროდათ გამარჯვების. რამდენი დღე ჰქონდათ ასეთი ოთხი წლის მანძილზე?
თუ რამის ატანა შეუძლია ერთ ადამიანს, შეუძლია სხვასაც. გაგვიძნელდება, ზოგიერთ ადგილას, ზედმეტად რთული იქნება.
თუ მეკითხებით, ჩაბარება თუ ბრძოლა, გეტყვით, რომ ეს თითოეულის ადამიანის არჩევანია“,- წერს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი.