უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევების შესახებ საუბრობს.
"მე არა მგონია, რომ ომი დიდხანს გაგრძელდეს. რამდენიმე კონკრეტული, თუნდაც არც ისე დიდი გამარჯვება ფრონტზე და რუსები გაიქცევიან. გაიქცევიან იმიტომ, რომ ჩვენ დღესაც ვანადგურებთ მათ ლოჯისტიკურ კავშირებს, საწყობებს და ა.შ. ეს იქნება ზვავივით - დაცვის ერთი ხაზი დაინგრევა და ყველაფერი ჩამოიშლება“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.