ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია "პირველებს" იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.
ჩვილი მთელი ამ დროსი განმავლობაში ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დიდი დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს გამთენიისას მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ჩვილის დედა, 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.