საქართველო ამოვარდნილია უსაფრთხოების იმ სარტყლიდან, რომელიც უკრაინას უნდა შემოეკრას, - ამ ის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამ თემაზე მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე უსაფრთხოების სარტყლის ამოქმედება არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ძალიან დიდი სტრატეგიული ნაწილი, რომელიც ყველა თანამედროვე სახელმძღვანელოში შეიძლება წავიკითხოთ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების გამო საქართველო არ ეხმარება უკრაინას. საქართველომ დაიკავა პრორუსული და არა პროუკრაინული პოზიცია“, - განმარტავს დეკანოიძე.