ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
„საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ” – განაცხადა კარა მაკდონალდმა. რომლის თარგმანსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში facebook-ზე ავრცელებს.
ipress.ge