"პუტინის ქვეითი" - ასე მოიხსენიებენ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ კავკასიური რესპუბლიკის მაცხოვრებელთა ნახევარი კადიროვის მტერია, ხოლო გავლენიან ჩეჩნებს მისი ლიკვიდაცია სურთ.
რუსმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გენადი გუდკოვის, განცხადებით, კადიროვმა რესპუბლიკაში სამხედრო ხუნტის მმართველობა შემოიღო, ამიტომაც არაა გასაკვირი, როცა ჩეჩნები ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ხშირად ითხოვენ.
იმ განცხადების კომენტირებისას, სადაც კადიროვმა გადადგომის შესახებ მინიშნება გააკეთა, გუდკოვმა აღნიშნა, რომ კრემლს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა მოუხერხოს კადიროვს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამზან კადიროვს რუსეთში მაღალი თანამდებობა შესთავაზონ, ამიტომაც მოსალოდნელია, ჩეჩნეთში მის მხარდასაჭერად დაფინანსებული მიტინგები მოეწყოს.
როგორც ვიცი, კრემლი ვერ ჩამოყალიბდა, რა მოუხერხონ კადიროვს. სავარაუდოდ, მოსკოვის მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში სურთ, რომ კადიროვი მიასიკვდილონ მოსკოვში, ლენინის პროსპექტზე, სადაც ის ქუჩურ გარჩევებს ხშირად აწყობს.
ვფიქრობ, კადიროვს არაფერი და არავინ იხსნის! შესაძლოა, მას გარდა რუსულ გვარდიაში რაღაც თანამდებობა, მისცენ თუმცა, ესეც დიდ ხნიანი პერსპექტივა მაინც არაა.
კადიროვი განწირულია - ამბობს რუსი ოპოზიციონერი.
რუსულ პოლიტიკურ წრეებში თანხმდებიან, რომ კადიროვის სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩეჩნეთის ხემძღვანელის პოსტზე დარჩება, თუმცა, ეს არ არის დიდხნიანი პერსპექტივა და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაინგრევა სისტემა ამ კავკასიურ რესპუბლიკაში.
ვიცნობ ბევრ ჩეჩენს, სერიოზულს, გავლენიანს, ისინი არ არიან ბანდიტები, ისინი პოლიტიკურ ელიტას განეკუთვნებიან და ამბობენ, რომ კადიროვს სიცოცხლის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ, რადგან მან უამრავი ბოროტება ჩაიდინა ჩეჩენი ხალხის, ადამიანების, თანამოძმეების წინაშე. - განაცხადა გუდკოვმა.