სამედიცინო ბალიშების გამოყენება მიზანშეწონილია, როგორც რაიმე სახის პათოლოგიის, ასევე დიდხანს ჯდომის, მგზავრობის ან უბრალოდ ძილის დარღვევის დროს. ყოველდღიური გამოყენების ბალიშისგან განსხვავებით, სამედიცინო ბალიში არის ანატომიური, რომლის განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს სხეულის სხვადასხვა ნაწილის იდეალურ ფიქსაციას სწორ მდგომარეობაში.
სამედიცინო ბალიშების გამოყენება რეკომენდირებულია ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა, აწუხებს კისრისა და ხერხემლის დაჭიმულობა, აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი და სხვა. სამედიცინო ბალიშების რიგს მიეკუთვნება დასაჯდომი ორთოპედიული ბალიში, რომელიც აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და
ბუასილის პროგრესირებას. კისრის ორთოპედიული ბალიში თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება, ამიტომ მისი ხშირი გამოყენება ადამიანების ყოველდღიურობას ბევრად აუმჯობესებს. მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობაში კი სამგზავრო ბალიში დაგეხმარებათ, მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს გრძნობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს, დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან, ის იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. თუ, გულძმარვა გაწუხებთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეფლექსის საწინააღმდეგო ბალიშის გამოყენებს გვირჩევენ. მისი ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, ეს კი საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. დეტალური ინფორმაცია სამედიცინო ბალიშების შესახებ, შეგიძლიათ მიიღოთ:
infomedical.ge-ზე.