„ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დასავლეთს უფრო მეტს აზიანებს, ვიდრე ჩვენ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არავის გაუუქმებია და არ გააუქმებს ურთიერთგაგების პრინციპს.
„როდესაც გამოცხადებულია უკანონო სანქციები, ჩვენ ვმოქმედებთ რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენ ვუპასუხებთ, მაგრამ არა დაუფიქრებლად, როგორც ამას ჩვენი დასავლელი კოლეგები აკეთებენ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მათ უფრო მეტს აზიანებს, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ამას ვაკეთებ ისე, რომ ჩვენსავე ფეხებს არ ვესროლოთ და თავი არ დავიზიანოთ“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ასევე, ახორციელებს ქვეყნების მობილიზებას, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რათა დაუპირისპირდნენ ასეთ ქმედებებს.
„უკვე ვახსენე გაეროს წესდების დასაცავად მეგობართა ჯგუფის შექმნა. განცხადებებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებს შორის, რაც მან უკვე გადადგა, არის ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგობის თემა. ჩვენი ინიციატივით, სპეციალური მომხსენებლის პოსტი უკანონო ცალმხრივი ზომების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე შეიქმნა გაეროს ფარგლებში უნივერსალურ საფუძველზე“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.