მე ეს (წინა ხელისუფლების პერიოდის მოსამართლეთა უვადოდ განწესება) არასდროს მომწონდა და არ მომწონს არც ახლა - გჯერათ ეს თუ არა?! სენსაციაა ეს რასაც ვამბობ?! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.
აქვე ცაგარეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არავინ სასამართლოს სისტემაში ხელის ფათურს არ უნდა მიეჩვიოს".
"ამისთვის ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ძველი მანკიერი ტრადიციები წარსულს ჩაბარდეს და არ იყოს კონკრეტული მოსამართლეების დამუნათება, კონკრეტული საქმე ვინ როგორ უნდა განსაჯოს. ბევრი იმ მოსამართლეებისა არის წასული, ბევრი არის დარჩენილი - სისტემა თვითონ გაარკვევს, ვინ რომელი მოსამართლე სად უნდა იყოს. მე ამის გამრკვევი არ ვარ - ვერც ვერავის მოვხსნი და ვერც ვერავის დავნიშნავ. ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრება კი მოგახსენეთ!" - განუცხადა ჟურნალისტებს გია ცაგარეიშვილმა.