რაჭაში, ავარიას ანსამბლ „ძირიანის“ წევრი ნიკა გაგნიძე და მისი ძმა ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლი „დიდგორი“ ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ „ძირიანის“ წევრის, ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, „ძირიანს“, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.