„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, საქართველო გაიმარჯვებს.
„მჯერა, ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მალე გახდება ყველა თვალსაზრისით დიდი ქვეყანა.
უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, გაიმარჯვებს საქართველო.
გაიმარჯვებს თავისუფლების მოყვარე სამყარო, რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო - ჯოხარ დუდაევი ამბობდა - "რუსეთი მაშინ მოკვდება, როცა უკრაინის მზე ამოვა!" სლავა უკრაინე! დიდება უკრაინას!“ - წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.