ყირიმი უკრაინაა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი პოლონეთია, ნიცა კი საფრანგეთი, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტზე 2021 წელს ზოგიერთ მონაწილეს „ეგონა, რომ ყირიმი სამუდამოდ დაკარგულია“.
„ჩვენ არ შეგვეძლო დასავლეთში ამის აღიარება [...] ბევრი ქვეყანა რუსეთს აგებინებდა, რომ თანახმა არიან როგორმე დააკმაყოფილონ, დაამშვიდონ რუსეთი ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება”, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
„ყირიმი უკრაინაა, როგორც გდანსკი ან ლუბლინი არის პოლონეთის ნაწილი, ასევე ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი. [...] როგორც ნიცაა საფრანგეთი, როგორც კიოლნი – გერმანია, როგორც როტერდამი – ნიდერლანდები“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.