სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაჯანსაღი სოლიდარობა ჩამოყალიბდა, რომელმაც კორპორატივიზმის ფორმა მიიღო, სადაც შინაარს აღარ უყურებენ ეს ორგანიზაციები და უბრალოდ ერთმანეთს არ სწირავენ; მიუხედავად იმისა, რა დგას ამ ყველაფრის უკან, ერთმანეთისადმი სოლიდარობას გამოხატავენ, რაც გადაზრდილია აბსოლუტურ კორპორატივიზმში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კიდევ ერთხელ გავიხსენებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მდგომარეობას; მაშინაც, როცა უკვე დამტკიცებულია, რომ ერთი თვე ISFED უმალავდა საზოგადოებას ნამდვილ რიცხვებს პარალელური დათვლისა, მოუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, მაშინაც ამ ორგანიზაციებმა კოროპორატივიზმის პრინციპებიდან გამომდინარე ხელი დააფარეს ISFED-ს და ყველანაირად ცდილობნდნე რომ არ ყოფილიყვნენ კრიტიკული“, - აღნიშა პაპუაშვილმა.