ჩვენი უპირველესი ვალია, გვახსოვდეს ვინ არის მტერი და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, რომელიც ანწუხელიძისნაირმა გმირებმა დღემდე თავგანწირვით მოგვიტანეს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს გიორგი ანწუხელიძე დაიბადა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ღირსების დაცვის სიმბოლო. ეს სახელი და გვარი არ არის მხოლოდ ისტორია, არამედ არის მომავალიც. სამშობლოსათვის დაღუპული გმირების და ქვეყნის წინაშე ჩვენი უპირველესი ვალია, გვახსოვდეს ვინ არის მტერი და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, რომელიც ანწუხელიძისნაირმა გმირებმა დღემდე თავგანწირვით მოგვიტანეს.
#დიდებაგმირებს – წერს გიორგი გახარია.
ipress.ge