უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო და ფრონტზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ისაუბრა.
ამის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა.
„რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ის მოითხოვს სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე. დადებითად შეფასდა ზღვით მარცვლეულის ექსპორტის დაწყება. ყირიმის პლატფორმის სამიტისა და სხვა ღონისძიებებისთვის მზადება. ხაზი გაესვა უკრაინისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის განბლოკვის მნიშვნელობას“, – ვკითხულობთ ტვიტში.