ჩანს კადრში, ვერტმფრენს უკანა პროპელირი მოძვრა. შეხებიდან გამომდინარე მოძვრა, რამეს დაეჯახა, თუ რა ვითარებაში მოძვრა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ქვეყანაში, რომ აუცილებელია და საჭიროებს საგანგებო სიტუაციებისთვის, კონკრეტული ვერტმფრენები სპეციალური აღჭურვილობებით და თავისი მონაცენებით, ეს უდავოა _ ამის შესახებ, სამაშველო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ გიორგაძემ გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკაშირებით “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“რაც ჩანს კადრში, ვერტმფრენს უკანა პროპელირი მოძვრა. შეხებიდან გამომდინარე მოძვრა, რამეს დაეჯახა, თუ რა ვითარებაში მოძვრა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ქვეყანაში, რომ აუცილებელია და საჭიროებს საგანგებო სიტუაციებისთვის, კონკრეტული ვერტმფრენები სპეციალური აღჭურვილობებით და თავისი მონაცენებით, ეს უდავოა. რამდენად აკმაყოფილებდა ეს ვერტმფრენი ამ მონაცემებს და შიგნით რა აღჭურვილობა ჰქონდა, რანაირად იყო დაკომპლექტებული, ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ მინახია შიგნით რა მდგომარეიბა იყო. ნანახი მაქვს კადრები, რომ ადამიანების ამოყვანის ოპერაციებს, რიგ შემთხვევებში წარმატებით ასრულებდნენ და ბევრი ტურისტი გადაურჩენიათ. სპეციალური ტექნიკა საგანგენო სიტუაციებისთვის, მაშველებისთვის იმიტომ არსებობს, რომ თავის დანიშნულებას უფრო კარგად ასრულებს. გასაგებია სასაზღვრო ვერტმფრენში დაამონტაჟო შესაბამისი აღჭურვილობა, მაგრამ მე მგონია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს რამოდენიმე სპეციალური ვერტმფრენი, ვინაიდან ჩვენი სახელწიფო ტურიზმის განვითარებისკენ მიიწევს” _ განაცხადა თემურ გიორგაძემ.
ipress.ge