სად პავლიკ მოროზოვი და სად ზურაბიშვილი. ამასთან, დეპავლიკიზაცია ნიშნავს იმას, რომ მერე დახვრიტეს ეს საწყალი პავლიკა და ესეიგი რეპრესიები უნდა დავიწყოთო ამას გვეუბნებიან გადატანითი მნიშვნელობით _ ასე გამოეხმაურა რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” თავჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს.
„პრეზიდენტიც კი გააგიჟეს, ბატონმა კობახიძემ დღეს განაცხადა, ზურაბიშვილი არისო პავლიკ მოროზოვი. პავლიკ მოროზოვი იყო პატარა ბავშვი, განკულაკების დროს ოჯახებიდან გამოჰქონდათ ხორბალი, ამიტომაც უკრაინაში და რუსეთშიც იმ დროს, მგონი 7 მილიონი ადამანი შიმშილისგან გარდაიცვალა. სამხედრო კომუნიზმი იყო, ყველაფერი გამოჰქონდათ სახლიდან და მიდიოდა ჯარში. პავლიკას მამამ გადამალა ხორბალი და ამ პავლიკამ მამამისი დააბეზღა. სალომე ზურაბიშვილი როგორ გამოდის პავლიკ მოროზოვი? _ ეუბნება, შენ ბიძინა ივანიშვილს უღალატე, მამას უღალატე, დააბეზღე ევროკავშირთა. აბა რა ვიცი, რა შედარებაა, სად პავლიკ მოროზოვი და სად ზურაბიშვილი. ამასთან, დეპავლიკიზაცია ნიშნავს იმას, რომ მერე დახვრიტეს ეს საწყალი პავლიკა და ესეიგი რეპრესიები უნდა დავიწყოთო ამას გვეუბნებიან გადატანითი მნიშვნელობით“ _ განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: “ვინც გუშინ “მთავარის” ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ.”
ipress.ge