ორსულობის პერიოდში ქალები ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ორთოპედიულ პროდუქტებს იყენებენ. ამ სამედიცინო ნივთების დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მათ შორის მოთხოვნადია საორსულო ქამრები, სუპინატორები და ვარიკოზის მოვლის საშუალებები. ორსულობის პერიოდში თვეების მატებასთან ერთად კისრისა და ზურგის ტკივილი იჩენს თავს. წელის არეში დატვირთვის შესამცირებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად რეკომენდებულია საორსულო ქამრების ტარება. ორსულობის პერიოდში ასევე მატულობს ქვედა კიდურების შეშუპება. ამ პროცესების თავიდან ასაცილებლად ქალების უმეტესობა ვარიკოზის მოვლის საშუალებებს იყენებს. საორსულე კოლგოტი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კიდურებში სიმძიმის, დაღლილობის, შეშუპებისა და ტკივილის შეგრძნებას აქრობს. ორთოპედიული სუპინატორები კი ტერფზე ზეწოლას თანაბრად ანაწილებს და სიარულისას ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს, რაც სეირნობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
საორსულე პროდუქციის ხარისხი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის პერიოდში გამოყენებული პროდუქციის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ი,Darco-ს და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. მათ შორის ფილიალებში ორსულებისთვის განკუთვნილი სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. საორსულე ქამრები დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან. მასში არსებული ფორების მეშვეობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულო ქამრებს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბანდაჟები ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი. მათი შეძენა შესაძლებელია „ახალი ხედვის“ 13 საფირმო მაღაზიაში, რომლებიც თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. პროდუქტის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.