ბელარუსი მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის ბლოკირება ომის გამოცხადების ტოლფასი,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ლიეტუვას, ბოლო პერიოდში იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათ ჩანაფიქრთან დაკავშირებით, შეაჩეროს ტრანზიტი რუსეთიდან ბელარუსის გავლით კალინინგრადში, მოახდინოს კალინინგრადის იზოლაცია. ეს ჰგავს უკვე ომის გამოცხადებას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ,რომ ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის საკუთარი ტერიტორიის გავლით კალინინგრადისკენ გატარება აკრძალა. მოსკოვმა ეს ნაბიჯი „უკანონო ქმედებად“ შეაფასა და შესაბამისი ზომების მიღებით დაიმუქრა.