“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს -ლევან ხაბეიშვილს, ტელეკომპანია “მთავარსა” და ფორმულას” სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაევალათ უარყონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ იქნა გავრცელებული.
“მოგებულია” – ამის შესახებ სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში წერს სარჩელთან დაკავშირებით მიღებული სასამარტლო გადაწყვეტილების შესახებ წერს.
გრიგოლ ლილუაშვილი მოითხოვდა სიმბოლურად ანაზღაურებას თანხით, რომელიც განსაზღვრული იყო ერთი ლარით. ეს ნაწილი მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა.
ადვოკატი ამბობდა რომ ეს არის გამარჯვება სიტყვის თავისუფლებისთვის, თუმცა საპირისპიროს ამბობს მოპასუხე. მისი თქმით, ეს საშიში პრეცედენტია, რადგან კრიტიკული მედიის წინააღმდეგ განიხილა.
გრიგოლ ლილუაშვილი, ლევან ხაბეიშვილსა და ტელეკომპანიებს: “მთავარს” და “ფორმულას” ცილისწამებისთვის უჩიოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ე.წ ქოლცენტრების საქმესთან ცილისწამების მიზნით დააკავშირეს.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 10 თებერვალს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხის“ და „ფორმულას“, ასევე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატს “ნაცმოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილის სასამართლოში უჩივლა.
“გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის მამუკა ღვინიაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ.
გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.
აღნიშნული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.
განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.
სარჩელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ მომდევნო კვირას, პრეს-კონფერენციის ფორმატში.
ipress.ge