ბინის ყიდვა იმდენად საპასუხისმგებლო საკითხია, რომ შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორებიდან დაწყებული, წვრილმან, უმნიშვნელო დეტალებამდე ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ.
უპირველესად, რასაც განიხილავენ უბანი, ფასი და კვადრატულობაა. როგორც წესი, ამ კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი როლი ფასს ენიჭება, რომელიც შემდეგ ხდება ძირითადი მსაზღვრელი კვადრატულობის და ლოკაციისა. ნათელია რომ ცენტრალურ უბნებში, ახალ აშენებულ კორპუსებში უფრო მაღალია ბინების ფასი, ვიდრე გარეუბნებში.
ავტოსადგომი
ქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდის გამო, სულ უფრო და უფრო პრობლემური ხდება მანქანის პარკირება, სწორედ ამ მზარდმა ტენდენციამ გამოიწვია, ის რომ ავტოფარეხების საკითხი კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. სახლში მოსული მანქანას რომ ვერსად გააჩერებ და იმის მაგივრად რომ დროულად მიხვიდე და დაისვენო, წრეებს ურტყამ შენსავე კორპუსს, ამაზე რთული არაფერია. აქედან გამომდინარე, ბინის შეძენისას ავტოფარეხის საკითხს აქტიურად განიხილავენ და შეიძლება ითქვას, რომ ის უძრავი ქონების დიდი პლუსად ითვლება.
ჯანსაღი გარემო
რამდენადაც კარგი, მოსახერხებელი და პრესტიჟულია თბილისის ცენტრში ცხოვრება, იმდენადვე სარისკოა ეკოლოგიური მდგომარეობის გამო. გამწვანება, პარკი, მოსასვენებელი სივრცე აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ კორპუსს, რადგან მაძიებლების ინტერესის საგანი ყოველთვის ხდება ეს ფაქტორები.
მაღალი სართულები და ხედები
თანამედროვე ადამიანები არ უშინდებიან მაღალ სართულებს და იმისთვის, რომ დღისით თუ ღამით სახლიდან თვალწარმტაცი ხედები იშლებოდეს, მაღალ სართულებს ანიჭებენ უპირატესობას. ადრე კი სხვაგვარად იყო, მრავალსართულიან კორპუსში დაბალ სართულზე მდებარე ბინას, სართულის გამო ფასი ემატებოდა კიდეც, დღეს კი პირიქითაა, მაღალ სართულებზე უფრო გაზრდილია მოთხოვნა. აღარ დგას ლიფტის ან ელექტროენერგიის პრობლემა, ამიტომ ასვლა - ჩასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, სამაგიეროდ ლამაზი ხედები ნამდვილად დამატებითი ხიბლია ნებისმიერი ტიპის ქონებისთვის.
კომპანიის რეპუტაცია და მშენებლობის ხარისხი
მშენებლობის მაღალი სტანდარტები და ხარისხი არა მხოლოდ ტრენდი, აუცილებლობაა. თუ მშენებარე კორპუსში ყიდულობთ ბინას, აუცილებლად დააკვირდით მშენებლობის მიმდინარეობას, რამდენად მყარია კიბეები, ხომ არ არის სადმე დაბზარული კედლები, არ დაიზაროთ და პირველიდან ბოლო სართულამდე საკუთარი თვალით შეამოწმეთ სადარბაზოები. ამას გარდა, კომპანიის რეპუტაციას დიდ ყურადღებას აქცევენ. ერთი ჩავარდნილი პროექტი უკვე მშენებლის სანდოობაზე აჩენს ეჭვს. როგორც წესი, მაძიებლები ინტერესდებიან არა ბოლო პროექტებით, არამედ წლების წინ დასრულებული კორპუსებით, ცდილობენ, გამოელაპარაკონ ასეთი სახლების მაცხოვრებლებს და უშუალოდ მათგან გაიგონ მშენებლობის, გამძლეობის შესახებ ინფორმაციები.
თუ გსურს ბინის ყიდვა, area.ge-ს საშუალებით მარტივად შეგიძლია მოძებნო სასურველი ქონება. საიტზე წარმოდგენილია როგორც მეორეული უძრავი ქონება, ასევე მიმდინარე პროექტები და ახალ აშენებული კორპუსებიც. არეა ნამდვილად კარ