თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.
კერძოდ, როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.
ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.
ინფორმაციისთვის, აქამდე სატრანსპორტო საშუალების ევაკუაციის და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასური 60 ლარს, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარს შეადგენდა.