თბილისში საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.აქციის მონაწილეები მოითხოვენ: აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას, დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას, ხელოვნური მონოპოლიების დაშლა.
მათი თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს.
საქართველოში საწვავის ფასი მაქსიმუმზეა, საწვავის ღირებულებამ 4 ლარს გადააჭარბა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა და ეს ზრდა სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება.
ისინი ხელისუფლებას გადასახადების დაწევისა და ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.