ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი ოპერატორი და ფოტოგრაფი ლვოვიდან იური ოლეინიკი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.„ლუგანსკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საომარი მოქმედებების დროს მოკლეს ლვოვის ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი, Channel 24-ის და ZAXID.NET ვებსაიტის თანამშრომელი იური ოლეინიკი. ის 39 წლის იყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლიინიკი 23 მარტს აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა.