უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ვარაუდი იმის შესახებ, რომ აგრესორი ქვეყანა ირპენზეა ორიენტირებული და ამიტომ უარი თქვა კიევის შტურზე, არასწორია. „ირპენში ბრძოლა მიმდინარეობს. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ მათ უარი თქვეს კიევის შტურმზე. ისინი თავიანთი ქვედანაყოფების მობილიზებას გოსტომელისკენ ახდენენ“, - განაცხადა დენისკენკომ.
მისივე თქმით, ოკუპანტებმა ხარკოვის მიმართულებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი არმიის მეთაური შეცვალეს.
„ფაქტობრივად, ჯერ არავის უთქვამს უარი კიევის შტურმზე. ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მარიუპოლი, იზიუმი, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და რუბეჟნოე“, - აცხადებს დენისენკო.
დენისენკო აცხადებს, რომ ოკუპანტები ასევე ცდილობენ გაააქტიურონ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების საქმიანობა კიევში.